არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მცდელობა იყო, მთავრობის ოპტიმიზაცია ისე გაგებულიყო, რომ ადამიანები უნდა წავიდნენ სახლში და დაზოგილი ფული სადღაც შევინახოთ

ოპოზიციის მცდელობა იყო, მთავრობის ოპტიმიზაცია ისე გაგებულიყო, რომ ადამიანები უნდა წავიდნენ სახლში და დაზოგილი ფული შევინახოთ სადღაც, ეს ასე არ იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"რაც შეეხება სამთავრობო რეფორმას, პარლამენტში ჩვენ მხარი დავუჭირეთ პრემიერის მიერ შემოთავაზებულ კონფიგურაციას, რომელიც პირველ რიგში ემსახურება მთავრობის კოორდინაციისა და ეფექტურობის ზრდას. ეს არის მოძრაობა მცირე მთავრობისკენ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას მომავალში დავინახოთ რა მიმართულებით შეიძლება ოპტიმიზაციის გაკეთება, სად არის საჭირო მეტი ენერგიის და რესურსების ჩადება. 2017 წელს მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით დაზოგა 100 მლნ ლარზე მეტი. ჩვენ მოველით, რომ 2018 წელსაც იქნება გაკეთებული ეკონომია, თუმცა ეს თანხები მოხმარდება იმ დარგების განვითარებას, რომელზეც ვსაუბრობთ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში. რაც შეეხება ციფრებს, 2018 წლის ბიუჯეტი, რომელიც დავამტკიცეთ, არის ორიენტირებული მთავრობის მიმდინარე ხარჯების 1,5%-იან კლებაზე მშპ-სთან მიმართებაში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა