გიორგი გახარია - მომხდარმა ფაქტებმა ხაზგასმით დაგვანახა ის პრობლემა, რაც ეხება არასრულწლოვნებში ძალადობის გამოვლენას

ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარმა ფაქტებმა ხაზგასმით დაგვანახა ის პრობლემა, რაც ეხება არასრულწლოვნებში ძალადობის გამოვლენას, - ამის შესახებ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მინისტრობის კანდიდატმა იმ სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც მართლმსაჯულებში დანაშაულის აღმოფხვრის მიმართულებით იქნება გადადგმული.

”ბოლო ტრაგიკული შემთხვევების შემდგომ, ჩვენ საკმაოდ კონცენტრირებულად ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად ამ მიმართულებით და როგორც ჩანს, არის გარკვეული სტრუქტურული პრობლემები, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეფექტიანობის გაზრდის კუთხით რეფორმირებას საჭიროებს მანდატურის სამსახური. უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის. აბსოლუტურად ვერ მუშაობს ეფექტურად რეფერირების სისტემა. არადა, რეფერირების სისტემა არის ის კომპონენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს იმ არასრულწლოვნებზე, რომლებიც რესოციალიზაციაც არის საჭირო უმოკლეს ვადაში. 2010 წლის შემდეგ, როდესაც რეფერირების სისტემა შეიქმნა, ამ კომისიაში მხოლოდ 39 მიმართვა დაფიქსირებული და ისიც ნახევარი ოჯახის წევრების მიერ. შესაბამისად, სკოლა-პანსიონების სისტემა, რომელიც მოშლილია ქვეყანაში და ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი - სამტრედიაში, ეს კომპონენტიც განათლების სამინისტროსთან ერთად საჭიროებს რეფორმას”, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, უნდა დაფიქსირდეს ის პრობლემები, რომელიც არის 14-წლამდე მოზარდებში დანაშაულის კუთხით.

”ის გამოწვევა, რომლის წინაშეც ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენი საზოგადოება აღმოჩნდა, ხაზგასმით დაგვანახა ის პრობლემა, რომელსაც დღეს ჩვენ შევხვდით და ეს არის არასწრულწლოვნებში ძალადობის გამოვლენის მომენტი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 1-ელ იანვარს, გარკვეული შედეგები გამოიღო. რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ისეთი შედეგები, როგორიც არის განრიდების პირობებში რეციდივის მხოლოდ 9%-ის შემთხვევები. უნდა დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რომელიც გვაქვს 14-წლამდე მოზარდებში დანაშაულის ზრდის კუთხით, განსაკუთრებით ისეთი დანაშაულის ზრდა როგორიც არის ქურდობა”, - აღნიშნა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა