გიორგი გახარია - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ადმინისტრირების ნაწილის გამკაცრებასთან ერთად, ალბათ, საკანონმდებლო ნაწილის გამკაცრებაც გახდება საჭირო.

”ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საგზაო უსაფრთხოების კომპონენტს. გატარებული რეფორმების შედეგად წინსვლა ციფრების და სტატისტიკის მიმართულებით გვაქვს, თუმცა დღეს სამწუხაროდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. სასწრაფოდ არის შემოსატანი ტექნოლოგიური კომპონენტი. ადმინისტრირების ნაწილის გამკაცრებასთან ერთად, ალბათ, მოგვიწევს საკანონმდებლო ნაწილის გამკაცრებაც”, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა