"ნაცმოძრაობა" საახალწლო ნაძვის ხეზე დამონტაჟებული სლოგანის - "სიცოცხლით სავსე ქალაქის" დემონტაჟის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში საახალწლო ნაძვის ხეზე დამონტაჟებული სლოგანის "სიცოცხლით სავსე ქალაქის" დემონტაჟს მოითხოვს. ამ მოთხოვნით პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს, საქალაქო სასამართლოში განცხადება შეიტანა. მისი განცხადებით, სლოგანი, რომელიც თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ ნაძვის ხეს ახლავს, არის "ქართული ოცნების" პარტიული სლოგანი და აქედან გამომდინარე,მისი საახალწლო სლოგანად გამოყენება მიუღებელია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სასამართლოს მიმართავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა 24 საათის განმავლობაში დაკმაყოფილდეს.

"კახი კალაძემ და "ქართულმა ოცნებამ" უნდა იცოდეს,რომ ახალი წელი არ არის პარტიული ღონისძიება, კორპორაციული წვეულება. წარმოიდგინეთ,რომ წინა ხელისუფლების დროს, ოდესმე ვინმეს დაეწერა ნაძვის ხეზე "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" ან "გასაკეთებელი კიდევ ბევრია", რა თქმა უნდა, ეს ნორმალური არ იქნებოდა ისევე, როგორც პარტიული სლოგანის დატანა დღეს საახალწლო ნაძვის ხესთან არ არის სწორი. შესაბამისად, მივმართავთ სასამრთლოს, რომ 24 საათში მიიღოს გადაწყვეტილება და მოხდეს ამ პარტიული სლოგანის დემონტაჟი."ქართულ ოცნებას" და კალაძეს თავიანთი სლოგანები შეუძლიათ დაიტანონ ბანერებზე, პლაკატებზე და არა საახალწლო ნაძვის ხეზე. ახალი წელი ყველასია. თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა, მაშინ სასამართლო გვეტყვის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ჩრდილოეთ კორეაში და ხვალ მოგვიწევს კვირიკაშვილის მსგავსად, როგორი "პრიჩოსკსაც" მას აქვს, ყველამ ისე ვიაროთ. ეს იყო პარტიული სლოგანი და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც მოვიპოვეთ და მოვიტანეთ",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა