დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2017 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მისივე თქმით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2017 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1,346.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 17.6%-ით (89.0 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა და 594.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

მისივე განცხადებით, ეს არის დაუზუსტებელი მაჩვენებელი, ხდება მისი შედარება წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელთან, შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებლების დაზუსტების შემდეგ დინამიკა პოზიტივისკენ შეიცვლება.

ქუმსიშვილის განმარტებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით არის მოლოდინი, რომ მათი ოდენობა 2017 წელს 1 მლრდ 600 მლნ დოლარს გადააჭარბებს.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურად აისახება ექსპორტის და დასაქმების მაჩვენებლებზე.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში (33.7%-ით, 62.2 მლნ. აშშ. დოლარით), მათ შორის მშენებლობის სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 85.6%-ით (53.6 მლნ. აშშ. დოლარი) და 116.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ენერგეტიკის სექტორში 75.5%-ით (31.1 მლნ. აშშ დოლარით) და 72.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად, 143.1%-ით (17.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა სასტუმროების და რესტორნების სექტორში და 30.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ძირითად ინვესტორ ქვეყნებს აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო წარმოადგენენ. 2017 წლის 9 თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 378.2 მლნ. აშშ. დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 28.1%), თურქეთიდან 259.2 მლნ. აშშ.დოლარი (ინვესტიციების 19.2%) ხოლო გაერთიანებული სამეფოდან 175.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა (13.0%) შეადგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა პირველ 3 კვარტალში რეინვესტირების გაზრდილ მაჩვენებლებზე. მისი ინფორმაციით, 2016 წელს, პირველ 3 კვარტალში 318 მლნ დოლარის რეინვესტირება განხორციელდა, 2017 წელს კი 591.5 მლნ, რაც 85%-იან ზრდას შეადგენს.

„რა თქმა უნდა, ეს იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც პარლამენტმა მთავრობასთან ერთად მიიღო, როდესაც მოგების გადასახადის რეფორმა გაატარა და ამით კომპანიები წაახალისა ბიზნესში რეინვესტირების განხორციელებისთვის“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა