არჩილ თალაკვაძე - სამთავრობო პროგრამით ჩანს, რომ მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დაჩქარება

სამთავრობო პროგრამით პირდაპირ ჩანს, რომ მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დაჩქარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური პროფილის მინისტრების მოსმენის შემდეგ განუცხადა.

თალაკვაძემ კიდევ ერთხელ დააფიქისრა, რომ გიორგი კვირიკაშვილს და მის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო კაბინეტს საპარლამენტო უმრავლესობის მხარადაჭერა ექნება.

„მინისტრებმა ამომწურავად ისაუბრეს საკუთარ სფეროებში არსებულ მიღწევებზე. შეაჯამეს ის, რაც მათ სფეროებში გაკეთდა. პირდაპირ ჩანს, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ასევე პრიორიტეტია სოციალური პასუხისმგებლობა და მეტი კონსოლიდაცია საგარეო ურთიერთობების მიმართულებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე წარდგენილ პირებს უსმენენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა