გიორგი როსტომაშვილის ადვოკატი - დაზარალებულმა საერთოდ უარყო ყაჩაღობის ფაქტი, შესაბამისად, დადგა გამამართლებელი განაჩენი

ბრალდებულ გიორგი როსტომაშვილის ადვოკატის, იმედა გოროშვილის განცხადებით, დაცვის მხარისთვის მოსალოდნელი იყო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაზარალებულმა თავის დროზე გამოძიებას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა, სასამართლოზე კი ყაჩაღობის ფაქტი საერთოდ უარყო. აქედან გამომდინარე, ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო და მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი როსტომაშვილი გამართლდა.

”დაზარალებულმა საერთოდ უარყო ყაჩაღობის ფაქტი. შესაბამისად, დადგა გამამართლებელი განაჩენი და ამის მოლოდინი გვქონდა. დაზარალებულმა სასამართლოს ნდობა გამოუცხადა. გამოძიებისას იყო მისი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა ისე, როგორც შეაფასა”, - განაცხადა როსტომაშვილის ადვოკატმა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულის, ნიკოლოზ მჭედლიანის დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ სოსო ხარატიშვილის განცხადებით, გამამართლებელი განაჩენი მათთვისაც მოსალოდნელი იყო.

”სასამართლომ აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ეს ეფუძნებოდა მტკიცებულებებს - იმას, თუ რაც იყო სისხლის სამართლის საქმეში. ველოდით ამ გამამართლებელ განაჩენს და შედეგიც თავისთავად სახეზეა”, - განაცხადა იოსებ ხარატიშვილმა.

ბრალდებულები გიორგი როსტომაშვილი და ნიკოლოზ მჭედლიანი დღეს სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი როსტომაშვილს და ნიკოლოზ მჭედლიანს ბრალი ქურდობასა და ყაჩაღობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ედებოდათ. მიმდინარე წლის მარტის თვეში თბილისში დაფიქსირდა ყაჩაღობის ფაქტი. ბიზნესმენ ლევან შინდელაშვილს იარაღის მუქარით ავტომანქანა და ძვირადღირებული ნივთები მოსტაცეს. აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულები სწორედ მჭედლიანი და როსტომაშვილი იყვნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა