დიმიტრი ქუმსიშვილი - გაერთიანების პირობებში, დაახლოებით 80 ადამიანით ნაკლები იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს გავუძღვეთ

ჩვენს შემთხვევაში, გაერთიანების პირობებში, დაახლოებით 80 ადამიანით ნაკლები იქნება საჭირო იმისთვის, რომ ამ ყველაფერს გავუძღვეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, იმ კითხვაზე, თუ რომელია ერთი კონკრეტული ორგანიზაცია, სადაც ხელფასები შემცირდა, პასუხია - მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო, სადაც მთლიანი ფონდი დაახლოებით 10-15%-ით შეამცირეს.

„100 მილიონი ლარით შევამცირეთ სახელფასო ფონდი, რომელიც 2016 წელს გვქონდა. დღეს მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე ვიტყვი, რომ გაერთიანების პირობებში, სადღაც 80 ადამიანით ნაკლები იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს გავუძღვეთ და ეს ყველაფერი სინერგიულად ვმართოთ. ჩვენ მივიღეთ ერთი დიდი, მძლავრი დარგობრივი სამინისტრო, რომელშიც ერთიანადაა აწყობილი პრაქტიკულად, ღირებულებათა ჯაჭვი და ჩვენ შეგვიძლია ინვესტიციების მოზიდვიდან დაწყებული ექსპორტის წახალისებით დამთავრებული, ვმართოთ ეს პროცესი. ისევე როგორც ინვესტორს პრაქტიკულად, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ვივაწოდოთ ის სერვისები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც სჭირდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა