ლევან იზორია - "ჯაველინების" შესაძენად 2018-2019 წლებში დაახლოებით 160 მლნ ლარი დაიხარჯება

"ჯაველინების" შესაძენად, 2018-2019 წლებში, დაახლოებით 160 მლნ ლარი გადაირიცხება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ჯაველინების" შეძენა ორ ეტაპად განხორციელდება.

”პირველი ეტაპის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 მლნ ლარი გადაირიცხება, ხოლო მეორე ეტაპისთვის - დაახლოებით 60 მილიონი. ანუ, ჩვენ ორ ეტაპად შევიძენთ 2018-2019 წლებში. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ, სუვერენიტეტის უფრო ეფექტურად დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც არ უკავშირდება სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ინტერესებს. ეს იარაღი თავდაცვით ხასიათს ატარებს და არ არის შეტევითი ხასიათის იარაღი", - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც ცნობილია, საქართველო აშშ-სგან ანტისატანკო სისტემებს - "ჯაველინები" იყიდის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა