დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა სემეკის წევრის პოსტზე დავით ნარმანიას და გოჩა შონიას კანდიდატურებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.

გოჩა შონიასთან დაკავშირებით ხაზი გაესვა მის საქმიანობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში. აღინიშნა, რომ თუკი ვინმეს შეუძლია გააკეთოს ის, რაც ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას მოეთხოვება, არის სწორედ გოჩა შონია.

დავით ნარმანიასთან მიმართებით კომიტეტის წევრებმა ყურადღება მის ბოლო თანამდებობაზე - თბილისის მერის პოსტზე ყოფნის პერიოდზე გაამახვილეს. როგორც ამ კონტექსტში ითქვა, ნარმანიამ ბევრი რამ გააკეთა, მან აჩვენა საკითხის კარგად შესწავლისა და გადაწყვეტის უნარი.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა