გიორგი კვირიკაშვილი - აზიური ფაროსანა არის გამოწვევა, რომლის მასშტაბებიც არის უპრეცედენტო, არნახული და ვნახოთ, როგორი იქნება გაზაფხული

აზიური ფაროსანა არის გამოწვევა, რომლის მასშტაბებიც არის უპრეცედენტო, დღემდე არნახული და ვნახოთ, როგორი იქნება გაზაფხული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი გამოწვევებზე და ეს არის, რა თქმა უნდა, აზიური ფაროსანა, რომელიც არ ვიცით, რა სიურპრიზებს მოგვიტანს 2018 წელს. ჩვენ ამისთვის საგულდაგულოდ ვემზადებით. 2017 წელს სამინისტრომ გააკეთა მაქსიმალური, რაც შესაძლებელი იყო ამ მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გამოწვევა, რომლის მასშტაბებიც არის უპრეცედენტო, დღემდე არნახული და ვნახოთ, როგორი იქნება გაზაფხული, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მომზადებული უნდა დავხვდეთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა