დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს რეგიონებში ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება

საქართველოს რეგიონებში ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება, - ამის შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებაა. ცალკე პროგრამაა „ინტერნეტი განვითარებისთვის,“ რომელიც კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი. მომავალი წლიდან მთავრობა 4 სხვადასხვა მიმართულებით დაიწყებს ქსელის მშენებლობას. ამ მიმართულებებში კერძო სექტორი არ შედის, რადგან ეს ეკონომიკურად არ არის მომგებიანი,“- განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2018 წელს დაიწყება ოპტიკური ქსელის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. ინტერნეტიზაციის პროგრამა ასევე შეეხება გურიის რეგიონს და დაფარავს ოზურგეთისა და ჩოხატაურის დასახლებული პუნქტების 70%-ს.

”მაგისტრალური მონაკვეთები შეირჩა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით და ასევე ქსელის უწყვეტობისა და რეგიონების მაქსიმალურად დაფარვის პრინციპით.

სახელმწიფოს მიერ აშენებული ოპტიკური ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ადგილობრივი ქსელების განვითარებაში, ხოლო ორივე ერთობლივად - მოსახლეობის მაღალსიჩქარიან ინტერნეტსერვისებზე წვდომას.

რაც შეეხება პროგრამას „ინტერნეტი განვითარებისთვის,“ ის უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის ჩართულობას ინტერნეტ და საინფორმაციო სივრცეში და ასევე მათ ტრენინგებს, რათა უზრუნველყონ ამ პლატფორმების ეფექტიანად გამოყენება. გარდა ამისა, რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ექნება შესაძლებლობა გაიარონ ტრენინგები ელექტრონული კომერციის მიმართულებით, დაიწყონ გაყიდვა სხვადასხვა ქართული თუ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით და შექმნან საკუთარი ვებ-გვერდები”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა