გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო-ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 დეკემბერს, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 835 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ქალილო, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში.

ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11:20-დან 18:00 საათამდე 1921 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ლიშო, ღულელები, ევჟენტი და მიმდებარე სოფლებში.

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 12:00-დან 16:00 საათამდე 228 აბონენტს მამკოდაში, ლელუბანში, მშრალხევში, ნადიკვრებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა