გიორგი სიგუა - გიორგი კვირიკაშვილმა ფრაზის "სექსი პლაჟზე" გამო პოსტიდან გამათავისუფლა, დღეს კი პარლამენტში თვითონ იგინებოდა

გიორგი კვირიკაშვილმა ჩემს მიერ ნათქვამი ფრაზის "სექსი პლაჟზე" გამო ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიდან გამათავისუფლა, დღეს კი პარლამენტში თვითონ იგინებოდა, - ასე ეხმაურება ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებას, როდესაც პრემიერმა ნიკა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"სამი წლის წინ მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას საჯაროდ ბოდიში მოიხადა ჩემს მიერ ნათქვამი ფრაზის “სექსი პლაჟზე” გამო და სამსახურიდან გამათავისუფლა (ტურიზმის დეპარტამენტის უფროსობიდან) “თანამდებობის პირისთვის შეუფერებელი საქციელის” გამო.

დღეს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, პარლამენტის წევრს დედის ყველაფერი აგინა პირდაპირ ეთერში, თან კეთილების მ.....ით დაემუქრა", - წერს სიგუა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს