გიორგი კვირიკაშვილი - მთავრობა შექმნის პლატფორმებს, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ ცივილიზებულად ისაუბრონ და მოგვაწოდონ ყველაზე კრიტიკული შენიშვნები

მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ჩვენი საზოგადოების დეპოლარიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა შექმნის პლატფორმებს, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ ცივილიზებულად ისაუბრონ და მიაწოდონ ყველაზე კრიტიკული შენიშვნები. „უნდა შევძლოთ პოლიტიზაციის ხარისხი შემცირდეს საზოგადოებაში. უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის თემებზე ვესაუბროთ ახალგაზრდებსაც და საზოგადოების სხვა ფენებსაც, იმისთვის, რომ მათ იგრძნონ თავი ამ პროცესების მონაწილედ. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს იქნება ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი მთავრობის მომავალი მოღვაწეობის. 2018 წელს თქვენ ამას დაინახავთ. საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იქნება ჩვენი მთავრობის უმთავრესი მიმართულება და ქვაკუთხედი. ჩვენ შევქმნით პლატფორმებს, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ ცივილიზებულად ისაუბრონ, მოგვაწოდონ ყველაზე კრიტიკული შენიშვნები. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმ ფორმით, რომელიც ცივილიზებულ საზოგადოებებშია მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი სტანდარტები აქედან ძალიან შორს არის. ჩვენ უნდა დავამკვიდროთ დიალოგის სტანდარტი, საუბრის სტანდარტი და მაქსიმალურად მოვახერხოთ, რომ ეს წრე გავაფართოოთ. ჩვენ არ გვინდა მთავრობის მიმართ დითირამბები და ქება-დიდება, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ გვჭირდება ამოხსნა იმისა, საით უნდა წავიდეთ მომავალში. დარწმუნებული ვარ, იქნება ადამიანების ძალიან ვიწრო წრე, რომელიც ამ დიალოგში ჩართვას ვერ მოახერხებს, მაგრამ ეს წრე უნდა იყოს ძალიან ვიწრო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა