გიორგი კვირიკაშვილი - იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გასაშუალებულ მაჩვენებლს, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით, 6-7%-იანი ზრდის პირობებში დაახლოებით 10 წელი დაგვჭირდება

იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გასაშუალებულ მაჩვენებლს, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით, 6-7%-იანი ზრდის პირობებში დღეიდან, დაახლოებით, 10 წელი დაგვჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგების გადასახადის რეფორმით ჩვენ 500 მილიონიანი რესურსის მობილიზება მოვახდინეთ რეინვესტიციებისთვის, სწორედ ამის შედეგია 4.9%-იანი რეალური ზრდა ეკონომიკის. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ძალიან გულწრფელად მინდა ვუთხრა უმრავლესობას და საზოგადოებას. ჩვენ გარკვეული სასტარტო პირობები გაგვაჩნია და ამ სასტარტო პირობებში მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის მთლიანი შემოსავალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე გარკვეული რაოდენობაა. იმისათვის, რომ ჩვენ დღეს არსებული მდგომარეობიდან მივიდეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიანის გასაშუალოებულ მაჩვენებლზე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით 6-7%-იანი ზრდის პირობებში დაგვჭირდერბა, დაახლოებით, 10 წელი დღევანდელი დღიდან. მაგალითად, ავიღოთ ხორვატია. ხორვატიის დღევანდელი ცხოვრების დონე რომ მივიღოთ, 6-7%-იანი ზრდის პირობებში დაგვჭირდება 10 წელი და ეს ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს. ჩვენ ვერავის მოვატყუებთ. მომავალშიც ვიხილავთ გაღატაკებულ ადამიანებს, სამწუხაროდ. ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს და არის კიდეც, რომ სოციალურად დაუცველ ფენებს დავეხმაროთ და ჩვენი ეკონომიკური ზრდის ნაყოფი მაქსიმალურად გადავანაწილოთ იმ ფენებზე, რომლებიც დღეს არ არიან ჩართული ეკონომიკურ ზრდაში. ეს არის სიმართლე, რომელიც უნდა ითქვას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა