თურქეთი ამერიკას სხვა ქვეყნებზე ზეწოლასა და დაშინებაში ადანაშაულებს

თურქეთი ამერიკას გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე კენჭისყრის წინ, სხვა ქვეყნების დაშინებასა და მუქარაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.

„ჩვენ ვიცით, რომ აშშ, რომელიც მარტო დარჩა, მუქარის მეთოდს მიმართავს. ისინი ამბობენ: „ჩვენ დავაკვირდებით, ვინ და როგორ მისცა ხმა, მოვახსენებთ პრეზიდენტს, ქვეყნებს ჩავინიშნავთ“. რას გააკეთებთ მათი ჩანიშვნით? მათ ოკუპირებას მოახდენთ, თუ დასჯით?! ეპოქა შეიცვალა. არც ერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არ დანებდება ასეთ ზეწოლას. ყველა მიიღებს თავის სინდისთან შესაბამის გადაწყვეტილებას. ამერიკამ უარი უნდა თქვას ასეთ მეთოდებზე“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებთან საუბრისას ნიუ-იორკში გამგზავრების წინ.

გაერო-ში აშშ-ს ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებით დააკვირდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიას, რომელზეც განიხილება იერუსალიმის საკითხი. “გაერო-ში ჩვენ ყოველთვის მოგვთხოვენ უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო მეტი გავცეთ. როდესაც ამერიკელი ხალხის ნებით გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის თაობაზე, თუ სად განვათავსოთ ჩვენი საელჩო, არ ველოდებით იმას, რომ ვისაც ვეხმარებით, მათი სამიზნე გავხდებით. ხუთშაბათს კენჭისყრა გაიმართება, სადაც ჩვენი არჩევანის გაკრიტიკება იგეგმება. აშშ ჩაინიშნავს მათ სახელებს”, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ. მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა მას დაავალა იმ ქვეყნების შესახებ აცნობოს, ვინც აშშ-ს წინააღმდეგ მისცემს ხმას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა