ნიკა მელია - ბატონი კვირიკაშვილი პასუხს აგებს ძალიან მკაცრად

ბატონი კვირიკაშვილი პასუხს აგებს ძალიან მკაცრად კანონის წინაშე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა. მელიამ კომენტარი გააკეთა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.

"ბატონი კვირიკაშვილი აგებს პასუხს კანონის წინაშე ძალიან მკაცრად, კანონის მთელი სიმკაცრით. ეს უსასრულობა, უმსგავსობა და უსამართლობა დასრულდება ძალიან მალე. შეიძლება მოკლე ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვოს არასწორად პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებაზე არჩევნებში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დამარცხდება. არანაირ კეთილდღეობაზე ეს ადამიანი არ ზრუნავს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. დაპირისპირება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს "უნამუსო" და "კორუმპირებული" უწოდა.

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "პირველად გაიგო, პრემიერ-მინისტრი იგინებოდეს". "ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. პრემიერის მხრიდან კატასტროფული გინება ისმოდა. დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომ პრემიერმა არ იცის ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ამის მერე კვირიკაშვილმა დაიწყო გინება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა