გიორგი კვირიკაშვილი - ქალთა მიმართ და ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით კანონი უნდა გამკაცრდეს

საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით კანონი უნდა გამკაცრდეს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ამ მიმართულებით აქამდე გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისი აღმოჩნდა. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის თქმით, აუცილებელია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა.

„პირადად მე ძალიან მაწუხებს ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობა. ეს არის ერთ–ერთი უდიდესი გამოწვევა ჩვენი საზოგადოების, რომელსაც აქვს როგორც კულტურული, ასევე სხვა მიზეზები და ამ მიმართულებით აუცილებლად მოგვიწევს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. მინდა შემოგთავაზოთ ამ მიმართულებით, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავამკაცროთ კანონის აღსრულება იმისათვის, რომ არ ხდებოდეს ეს უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაშია. სამწუხაროდ, ის ნაბიჯები, რომელიც აქამდე გადავდგით, არ აღმოჩნდა საკმარისი და კიდევ მოგვიწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა