ადა მარშანია სოზარ სუბარს - მთლიანად გასაშვებია მთელი თქვენი სამინისტრო, თქვენიანად

მთლიანად გასაშვებია მთელი თქვენი სამინისტრო, თქვენიანად, - ასე მიმართა „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსხლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატ სოზარ სუბარს.

ადა მარშანიამ დევილებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის კორუფციულ სქემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან მიდის დევნილთა ულევი ნაკადი, რომლებიც სამინისტროში არსესებულ მექრთამეობაზე საუბრობენ.

„დევნილებო, მოამზადეთ ქრთამები, რადგან შეიძლება 25 წელი არ გეღირსოთ თქვენ ბინები. აყვავებულია დევნილთა სამინისტროში მექრთამეობა და კორუფციული გარიგებები. 7000-8000 ღირს 2-ოთახიანი ბინა, 10 000 დოლარი - სამ ოთახიანი ბინა. ქალბატონი მოვიდა ჩემთან, ტიროდა და მეუბნება, რომ ვის ვიცნობ დევილთა სამინისტროში, ქრთამი რომ მივუტანო და ბინა მომცესო“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიას კითხვის საპასუხოდ სოზარ სუბარ სუბარმა აღნიშნა, რომ თაღლითების 15 ჯგუფია დაჭერილი და ეს ყველაფერი განხორციელდა საგამოძიებო უწყებებისა და სამინისტროს თანამშრომლობით.

„თაღლითების ეს ჯგუფები ადამიანებს ატყუებენ, რომ სადღაც ბინა შენდება, აქ სამინისტროს აქვს ბინები, იმ დროს, როცა ჩვენ იმ შენობებთან შეხება არ გაქვს და ფული მოგვეცითო. მერე ეს დევნილები ჩვენთან მოდიან და ჩვენი თანამშრომლობით დაიჭირეს საგამოძიებო ორგანოებმა ეს ჯგუფები. თუ თქვენ დაგვეხმარებით ამ ადამიანების მხილებაში, უფრო მეტს დავიჭერთ და არც ერთი დევნილი არ დაზარალდება“, - განაცხადა სუბარმა, რაზეც ადა მარშანიამ მიუგო, რომ მთელი მისი სამინისტროა გასაშვები მინისტრიანად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა