მევლუთ ჩავუშოღლუ - აზერბაიჯანს, თურქეთს და ირანს არ შეუძლია იერუსალიმთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიღება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა, თეირანი და ბაქო მხარს დაუჭერენ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე იერუსალიმის სტატუსის შესახებ რეზოლუციას.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მხარეები ვერ მიიღებენ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას.

აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა ბაქოში შედგა.

„ჩვენ იერუსალიმის ირგვლივ სიტუაცია და აშშ-ს გადაწყვეტილება განვიხილეთ. აზერბაიჯანს, თურქეთს და ირანს არ შეუძლიათ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების მიღება. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოტანილი იქნება რეზოლუცია. ჩვენ შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ მას“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, „ვაშინგტონის გადაწყვეტილება იერუსალიმის შესახებ მიუღებელი და არასამართლიანია“. „ანკარა დაიცავს პალესტინელების უფლებებს“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა