ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც სპორტის სასახლის ტერიტორიაზე ხეები მოაასფალტა, არ დაჯარიმებულა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც სპორტის სასახლის ტერიტორიაზე ხეები მოაასფალტა, არ დაჯარიმებულა.

როგორც ბაგრატიონმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კომპანიამ უკვე გამოასწორა შეცდომა.

„ეს იყო საქალაქო სატრანსპორტო კომპანიის კონტრაქტორი კომპანია და როგორც ვიცი, გამოასწორეს პრობლემა“, - განაცხადა ბაგრატიონმა.

ცნობისთვის, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანიები, რომლებიც შემჩნეულნი არიან სამუშაოების არასწორად წარმოებაში, თბილისის მერიასთან ვერ ითანამშრომლებენ.

კალაძემ მაგალითად მოიყვანა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოებული სამუშაოები და აღნიშნა, რომ კომპანიამ ხეები მოაასფალტა.

“ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კონკრეტული ფოტოები, რომელზეც არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ასახული, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ეს კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა. თუ შეცდომა მოუვიდა, მაშინ ეს სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად გააკეთა, კიდევ უფრო დიდი უბედურება. ეს არის ხეების მოასფალტება. ეს რაღაც სიახლეა, რაღაც ახალია. მე მინდა კეთილმოწყობის ტრანპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან მომავალში ვერ ვიმუშავებთ. ამიტომ მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ყველა, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული. ასე რომ, გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, რათა შემდგომში არ განმეორდეს, ვინაიდან ეს ხდება შემდგომ ქილიკის საგანი სოციალურ ქსელში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა