ზურაბ აბაშიძე ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას საინტერესო და სწორ ინიციატივად აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას საინტერესო და სწორ ინიციატივად აფასებს.

ზურაბ აბაშიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში შეაფასა გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჟენევის დისკუსიებში პირადად ჩაერთოს.

”ჟენევის მოლაპარაკებებში მე ჩართული არ ვარ. თუმცა თუ რაიმე იქნება საჭირო ჩემი მხრიდან ამ მიმართულებით, მე მზად ვარ. ვფიქრობ, საინტერესო და სწორი მოსაზრება და ინიციატივაა. თუ იქნება რაიმე დავალება, რა თქმა უნდა, გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს. ეს განცხადება კვირიკაშვილმა გუშინ, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე გააკეთა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა