„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას, საქმის დროულ გამოძიებას და ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც დაზარალებულების ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა განაცხადა, „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და შპს „კალმარის“ დირექტორი დაზარალებულებს აიძულებდნენ, მოეწერათ ხელი განცხადებაზე, რომლის შინაარსის მიხედვით, დაზარალებულები ადასტურებენ, რომ მათ არ ექნებათ პრეტენზია „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის და „კალმარის“ მიმართ ნივთების მოუძიებლობასთან დაკავშირებით.

„მოთხოვნად კვლავ რჩება შოთაძის გადადგომა. მთავარ პროკურატურას არ სურს დამნაშავეების დადგენა და მათი პასუხისგებაში მიცემა. წინა კვირას მოხდა სასწაული. „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, რომელიც პასუხისგებაშია მიცემული და შპს „კალმარის“ დირექტორი, აიძულებდნენ დაზარალებულებს, რომ მოეწერათ ხელი განცხადებაზე, რომლის შინაარსია - „ვადასტურებთ, ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის და „კალმარის“ მიმართ არ გვექნება პრეტენზია არც ნივთების მოუძიებლობაზე და არც მოძიებული ნივთების იდენტიფიცირებაზე“, - განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა