აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები სესიაზე 2018 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს განიხილავენ. სხდომის დაწყებამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ნიკა მელიასთვის შეურაცხმყოფელ მიმართვებს გამოეხმაურნენ და სამარცხვინო უწოდეს. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს. სხდომა ამ დროისთვის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

"ეს არ არის ქვეყნის პრემიერი. ეს არის ქუჩური მენტალიტეტის საქმის გარჩევა. ვერ აცნობიერებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. ვერ აკონტროლებს თუნდაც ჩატაევის შემოსვლას და ყველაფერზე მშვიდად პასუხობდა. მე ჩემს თავს არ ვაკადრებ, რომ პრემიერი სიტყვებით აქ ვისაუბრო. მაინტერესებს ყველა თქვენგანის აზრი, პრემიერის პოზიციას ემიჯნებით თუ იზიარებთ? დღეს სხვა თემებზე მინდოდა მესაუბრა, პრემიერის ქმედებაზე დღეს და ხვალ მსოფლიო ისაუბრებს", - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი გამოეხმაურა.

"საერთოდ არ ვაპირებდი განცხადების გაკეთებას გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. მე დავწერე სოციალურ ქსელში, რომ პრემიერი ჯერ კაცია და მერე პრემიერ - მინისტრი ", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა