„მთაწმინდის პარკის“ დირექტორი უბედურ შემთხვევაზე - ბუნდოვანია ინფორმაცია და რომელიმე ვერსია რომ ვთქვა, შეიძლება რეალობას არ დაემთხვეს

მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს, რა მიზეზების გამო მოხდა უბედური შემთხვევა,- ამის შესახებ "მთაწმინდის პარკის" დირექტორმა გელა დიღმელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "მთაწმინდის პარკში" "ეშმაკის ბორბლის" დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელსაც ფირმა "კამო" ახორციელებს და სწორედ აღნიშნულ სამუშაოებზე მუშაობდა პირი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა.

"ბორბლის დემონტაჟი ხდება პროფილაქტიკური მიზნით და შემდგომ მისი მონტაჟი. ამ სამუშაოებს ხელშეკრულებით აწარმოებს ფირმა "კანო". გუშინ საღამოს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგად ერთი თანამშრომელი დაიღუპა, მეორეს მძიმე დაზიანებები აქვს და საავადმყოფოში იმყოფება. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომელც დაადგენს, რა მიზეზების გამო მოხდა ეს შემთხვევა", განაცხადა გელა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, მან კონკრეტული დეტალები არ იცის, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული უბედური შემთხვევა.

"მე პირადად ადგილზე არ ვიმყოფებოდი და რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია. იმდენად ბუნდოვანია ეს ინფორმაცია, რომ რომელიმე ვერსია რომ ვთქვა, რეალობას შეიძლება არ დაემთხვეს", - განაცხადა დიღმელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა