გია ვოლსკი - ”ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა და ამ ფუნქციის შესრულება ნიკანორ მელიამ დაიწყო

დაპირისპირება გამართლებული არ არის, - ასე შეაფასა ”ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ”ნაციონალურ მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარი დაპირისპირება.

ვოლსკის შეფასებით, ახლა ”ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა და ამ ფუნქციის შესრულება ნიკანორ მელიამ დაიწყო.

”საერთოდ, დაპირისპირება, რა თქმა უნდა, გამართლებული არ არის, თუმცა რეგლამენტის დარღვევა, ფრაქციიდან განცალკევებული ხალხის შემოყვანა და მათი ჩართვა დისკუსიებში, თანაც შეურაცმყოფელი სიტყვებით, ეს არის ის, რასაც ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს თავის პოლიტიკად თვლის და იყენებს მას მერე, რაც სააკაშვილი ჭაობში ჩაეფლო. ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა და ვფიქრობ, ამ ფუნქციის შესრულება დაიწყო ნიკანორ მელიამ. პრემიერმა ამის თაობაზე შეფასება გააკეთა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და ვფიქრობ, სწორად შეაფასა როგორც ოპონენტი მხარე, ასევე თავისი რეაგირება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა