კომპანია „კანო“ – „მთაწმინდის პარკის“ „ეშმაკის ბორბლის“ დემონტაჟისას უსაფრთხოების ნორმები დაცული გვაქვს, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო

ჩვენი კომპანია იღებს ყველანაირ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც გამოძიებით დადგინდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "კანოს" პრესსამსახურში განუცხადეს, რომელიც "მთაწმინდის პარკში" „ეშმაკის ბორბლის“ დემონტაჟს ახორციელებს.

მათივე თქმით, კომპანიას უსაფრთხოების ნორმები დაცული აქვს და გუშინდელი ფაქტი უბედური შემთხვევა იყო.

"ჩვენი კომპანია იღებს ყველანაირ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დადგინდება გამოძიებით. ეს იყო უბედური შემთხვევა. ჩვენ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცული გვაქვს, მაგრამ ხომ იცით, უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არის", - განაცხადეს კომპანიაში.

მთაწმინდის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, ეშმაკის ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა