მიხეილ ჯანელიძე - ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები გახდეს ეფექტური

ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები გახდეს ეფექტური და ჩვენ შევძლოთ რეალურად კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ ჟენევის მოლაპარაკებების არსებული ფორმატის გაფართოებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იმ დონეზე, რა დონეზეც ეს დისკუსიები იმართება, გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხდება.

„ამ ფორმატში ბევრი რაუნდი გაიმართა ძირითად საკითხებზე, რომელიც ეხება ძალის არგამოყენებას, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას. იმ დონეზე, რა დონეზეც ეს დისკუსიები იმართება, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხდება. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩართულობა იყოს, რათა შეგვეძლოს საკითხების გადაჭრა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის გზების გამოძებნა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსნებთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი კვირიკაშვილმა ამის შესახებ გუშინ, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრაზე განაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა