მთაწმინდის პარკში, ”ეშმაკის ბორბლის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მთაწმინდის პარკში, ”ეშმაკის ბორბლის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორმა გიორგი კორძახიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. ის მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში” გადის.

შემთხვევა გუშინ, ”ეშმაკის ბორბლის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა