რიმა ბერაძემ ჩუღურეთის მოსახლეობას რაიონის 2018 წლის ბიუჯეტი წარუდგინა

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები მოსახლეობისთვის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობას განაგრძობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები დღეს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, დადიანის N 7-ში მცხოვრებ მოსახლეობას გააცნო.

რიმა ბერაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტით ჩუღურეთის რაიონისთვის 15 038 800 ლარია განსაზღვრული. მისივე თქმით, გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი - 3 077 600 ლარი ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება, ხოლო ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებით 3 440 200 ლარი დაიხარჯება.

როგორც თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა განმარტა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის გაუმჯობესება-ხელშეწყობა კვლავ პრიორიტეტად რჩება, რაზეც მომდევნო წელს 3 458 000 ლარიგამოიყოფა.

რიმა ბერაძის თქმით, რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ავარიული სახლების გამაგრება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

რიმა ბერაძის განცხადებით, მომავალ წელსვე განხორციელდება ფიროსმანის ქუჩის პროექტირება და ამისთვის თბილისის განვითარების ფონდი 1 მლნ ლარს დახარჯავს. დეპუტატის განმარტებით, რაიონის 5 ძირითად ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, განახლდება და აღდგება 40 სკვერი. გარდა ამისა, ჩუღურეთის რაიონს კიდევ 5 ახალი სკვერი შეემატება. ასევე დაგეგმილია 21 სტადიონის აღდგენა.

„მომავალ წელს რაიონის ბიუჯეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია გათვალისწინებული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ თითოეული ჩუღურეთელის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა რიმა ბერაძემ ბიუჯეტის წარდგენისას.

ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობას რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა