ნუკრი ქანთარია გიორგი კვირიკაშვილს - მტრები გამოჩნდნენ და ბევრი შხამითაც არიან გავსებულები, რაც ნიშნავს, რომ სწორად მიგყავთ საქმე

როდესაც ეს თანამდებობა დაიკავეთ, არ ჩანდა, რომ მტრები გყავდათ. ახლა კი ისინი საკმაოდ გამოჩნდნენ და ბევრი შხამითაც არიან გავსებულები, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სწორად მიგყავთ საქმე და დარწმუნებული ვარ, მათ ეს შხამი თვითონვე მოინელებთ, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი ”ძალიან კარგი” პრემიერ-მინისტრია.

”მინდა დიდი მადლობა გითხრათ ადამიანური, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, წარმოდგენილი ანგარიშისთვის. თუ არ ვცდები მეხუთედ მიხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება და მინდა გითხრათ, რომ ყოველი ნდობის შემდეგ გარკვეული ეტაპები იწყებოდა ხოლმე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ახლა იწყება სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ამ სტრუქტურული გაერთიანების შემდეგ. ჩემი ნაცხოვრები წლები მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ თქვენ ხართ მართლაც ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი. როდესაც ეს თანამდებობა დაიკავეთ, არ ჩანდა, რომ მტრები გყავდათ. ახლა კი ისინი საკმაოდ გამოჩნდნენ და ბევრი შხამითაც არიან გავსებულები, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სწორად მიგყავთ საქმე და დარწმუნებული ვარ, მათ ეს შხამი თვითონვე მოინელებთ”, - განაცხადა ქანთარიამ.

ის ასევე დაინტერესდა, თუ რატომ არ არის უფრო მეტად წარმოდგენილი მთავრობაში პარტიული აქტივი.

”თქვენ ბრძანდებით მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ფიქრობთ თუ არა, რომ პარტიული რესურსის გამოყენება უფრო მეტად უნდა მოხდეს?. რამდენადაც ვიცი, კაბინეტს თუ გადავხედავთ, მხოლოდ ბატონი სოზარია პარტიის წევრი. ფიქრობთ თუ არა მომავალში, რომ პარტიული რესურსი აუცილებლად გამოსაყენებელია?”, - განაცხადა ქანთარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა