ენძელა მაჭავარიანი - მიმდინარე სამთავრობო ცვლილებები მისასალმებელია

მიმდინარე სამთავრობო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, ძალიან მისასალმებელია და იმედი მაქვს, ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

ენძელა მაჭავარიანი განსაკუთრებით მიესალმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და დაინტერესდა, თუ რას გეგმავს ის ახალგაზრდული მიმართულებით, რომელიც უწყებას უერთდება.

”მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მიმდინარე სამთავრობო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, არის ძალიან მისასალმებელი და იმედი მაქვს, ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება. მინდა მივესალმო ახალ წევრებს, რომლებიც შემოგვემატა გუნდში, განსაკუთრებით განათლების მინისტრს. მის მიმართ მაქვს შეკითხვა, სამინისტროს მიემატება ახალგაზრდული მიმართულება და მაინტერესებს, რას გააკეთებენ ამ კუთხით”, - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

ამასთან, დეპუტატმა მთავრობას ენის პალატის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

”დიდი მდლობა იმისთვის, რომ ენის პალატა, რომელიც ასე ცუდად იქნა გაუქმებული, აღდგა და თავის წვლილს შეიტანს ქართული ენის განვითარებაში. ის კულტურული ღირებულებები და სულიერი ფასეულობები, რაც არის ჩვენი ეკლესია და უნივერსიტეტი, კვლავ ყურადღების ცენტრშია თქვენს პროგრამაში და მის განხორციელებაში გვიგულეთ თქვენს გვერდით და ჩვენც დაგეხმარებით”, - აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა