თამარ ჩუგოშვილი - ჩვენი საზოგადოება ტრავმირებულია იმ გამოცდილებით, რომელიც წინა ხელისუფლებიდან მივიღეთ

ჩვენი საზოგადოება ტრავმირებულია იმ გამოცდილებით, რომელიც წინა ხელისუფლებიდან მივიღეთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

მან ძალოვნების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტების ეფექტური გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ თემაზე - ეს არის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ძალოვნების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების თუ გადაცდომების ეფექტურად გამოძიება. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან დანაშაულის ჩადენა ან გადაცდომა ეს არის, რაც არსებობს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, მაგრამ მნისვნელოვანია არსებობდეს ასეთ ფაქტებზე ეფექტური და დროული რეაგირების მექანიზმები. ჩვენი საზოგადოება არის ტრავმირებული იმ გამოცდილებით, რომელიც წინა ხელისუფლებიდან მივიღეთ, როდესაც დაუსჯელობის სინდრომმა ქვეყანა მიიყვანა სისტემურ და უმძიმეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფორმამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ეფექტურ და პოზიტიურ ნაბიჯებს ვდგამთ, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების სისტემაში, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეიძლება გარკვეული გადაცდომა თუ დანაშაული ეფექტური გამოძიების გარეშე დარჩეს. ამ თუნდაც განცდის მოხსნა სხვა ეტაპზე გადაიყვანდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საქართველოში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა და დაინტერესდა, არის თუ არა გარკვეული ნაბიჯები დაგეგმილი ამ მიმართულებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა