საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, პირველი სამუშაო შეხვედრა ქართველმა კანონმდებლებმა, ჩინეთის პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გამართეს, სადაც საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე და პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გამყარებაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, სოფიო ქაცარავამ კოლეგას საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი თქმით, ეს რეფორმები ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე მეტყველებს და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს დღითიდღე აუმჯობესებს.

„ჩინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩენ ფენგსიანმა საქართველოს წარმატებასა და ჩინეთ-საქართველოს მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურობას ჩინეთთან ურთიერთობაში, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე.

სოფიო ქაცარავამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას და ამ შეთანხმების ფონზე ექსპორტ-იმპორტის მზარდ დინამიკას გაუსვა ხაზი, რაც მისი თქმით, ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

მხარეებმა, აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს მეგობრობის ჯგუფების როლზე, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი და კულტურული კავშირების გამყარებისთვის.

სოფიო ქაცარავამ ჩენ ფენგსიანი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია. დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავასთან ერთად, ირინე ფრუიძე, ირაკლი ბერაია და ირაკლი შიოლაშვილი არიან“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა