კახაბერ გვანცელაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ბავშვთა აღზრდისა და განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, შეხვედრა ნაძალადევის მედიათეკაში გაიმართა, რომელსაც ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

მათივე ცნობით, სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მსჯელობა ძირითადად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აუცილებლობას, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას ეხებოდა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი სამუშაო დისკუსიების გამართვის მნიშვნელობას, რაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა