სერგი კაპანაძე - თუ ჩვენ გამოვდივართ და ვინმეს კეთილებს ვაგინებთ, მაშინ გასაგებია გაბრაზება, მაგრამ როცა უბრალოდ მწვავედ ვსვამთ საკითხს, ამაზე კეთილი ინებეთ და პასუხები გაგვეცით

თუ ჩვენ გამოვდივართ და პიროვნულად ვინმეს ვეხებით, ან კეთილებს ვაგინებთ, მაშინ გასაგებია გაბრაზება, მაგრამ როცა უბრალოდ მწვავედ ვსვამთ საკითხს, ამაზე კეთილი ინებეთ და პასუხები გაგვეცით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

კაპანაძემ პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს მიმართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ უნდა ბრაზდებოდეს, როდესაც ოპოზიცია გარკვეულ საკითხებს მწვავედ სვამს.

„ხშირად ბრაზდებიან ხოლმე ჩვენი ოპონენტები, როდესაც ისმის კრიტიკა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. მე მესმის, რომ შეიძლება არ მოგეწონოს და გეწყინოს, როცა არასამართლიანი შეფასება კეთდება. გულწრფელად გეტყვით, მეც ძალიან არ მომწონს და არასამართლიანად მიმაჩნია, მაგალითად განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ მოვისმინე, რომ თურმე 2008 წლის მერე საქართველო გაქრა საერთაშორისო დღის წესრიგიდან და 2012-ში დაბრუნდა. მგონია, რომ ეს არის არასწორი განცხადება, სიცრუეა, მაგრამ, ამის გამო რომ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძნო და აქ დავიწყო ჩხუბი, ყვირილი, მით უმეტეს, შეიძლება მქონდეს ამის უფლება, რადგან ამ პროცესში ვიყავი ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს ხომ არასწორი იქნება?! ასეთი რამე ხდებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი იყო წარმოდგენილი დებატებზე. მათ მოისმინეს ბევრი სამართლიანი და შეიძლება თვითონ თვლიან, რომ უსამართლო კრიტიკული შენიშვნა, დაისვა კითხვები, რომელსაც სამართლიანად აქვს არსებობის უფლება და თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ არ გააჩნია არსებობის უფლება. ამ კითხვებში მე ვფიქრობ შეურაცხმყოფელი არაფერი იყო. შეურაცხყოფა არ უნდა იზომებოდეს იმით, თქვენ რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ. თუ ჩვენ გამოვდივართ და პიროვნულად ვინმეს ვეხებით, ან კეთილებს ან დედას ვაგინებთ, მაშინ გასაგებია, მაგრამ როცა უბრალოდ მწვავედ ვსვამთ საკითხს, ამაზე კეთილი ინებეთ და გადაყლაპეთ ის, რომ გწყინთ, გადაყლაპეთ ის, რომ არ მოგწონთ, მაგრამ პასუხები გაგვეცით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა