აკაკი ბობოხიძე - გთხოვთ, ბატონო პრემიერო, აღკვეთოთ ის, რასაც თქვენ გუშინ დაუდეთ სათავე

დღეს ზუგდიდის მერმა, ქალბატონ დეპუტატს მიმართა ასე - „კაცი რომ იყოთ გაგინებდით“, გთხოვთ ბატონო პრემიერო, აღკვეთოთ ის, რასაც თქვენგუშინ დაუდეთ სათავე, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის დეპურტატმა აკაკი ბობოხიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

ბობოხიძემ გიორგი კვრიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები ქვეყნაზე ცუდად მოქმედებს. ბობოხიძემ მისი მონაწილეობთ მომხდარი ინციდენტებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი ქცევაც მოქმედებს ქვეყანაზე, მაგრამ არა ისე, როგორც პრემიერ-მინისტრის.

„რა თქმა უნდა მოიძებნება ადამიანები, ვინც შეგაქებთ გუშინდელი საქციელის შემდეგ, ასევე მოძებნება ადამიანი, ვინც თავის დროზე შემაქო მე იმისთვის, რაც თავის დროზე გავაკეთე. გარწმუნებთ, არც თქვენი და არც ჩემი საქციელი არ იყო მოსაწონი. ოღონდ მაინც ერთ განსხვავებას მივაქცევ თქვენს ყურადღებას. მე შეცდომას დავუშვებ თუ არა, ეს ქვეყანაზე მოქმედებს, მაგრამ ძალიან მცირედად. მაგრამ თქვენ შეცდომას დაუშვებთ თუ არა ეს ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს ქვეყნისთვის. მე გთხოვთ ბატონო პრემიერო, აღკვეთოთ ის, რასაც თქვენ გუშინ დაუდეთ სათავე. დღეს ზუგდიდის მერმა, ქალბატონ დეპუტატს მიმართა ასე - „კაცი რომ იყოთ გაგინებდი“. ვინ ვის აგინებდა ეგ კიდევ საკითხავია, მაგრამ ზოგადად ფორმა არ არის სწორი. დღეს თქვენმა აქტიურმა მომხრემ დათო ოქიტაშვილმა, წყალი შეასხა ქალბატონს. ეს კიდევ საოცარი სიტყვაა, „ქართული ოცნებისგან“ დამკვიდრებული. ერთხელ, როდესაც ოპოზიციონერის გამოსვლას, მაღალი ხელისუფლების პირის მიერ არასწორი რეაქცია მოჰყვა, ლაპარაკი მაქვს ჯონდი ბაღათურიას გამოსვლაზე, დავზარალდით. მაგრამ დღეს თქვენ რაც ჩაატარეთ, ამისთანა საშინელი არაფერი იქ არ მომხდარა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა