ზვიად ძიძიგური - სადარბაზოს, პარკს ვერ ნახავთ, რომ მარიხუანას სუნი არ იდგეს - ეწევიან ბავშვები, მოზარდები

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თბილისში, დიდ ქალაქებში და უკვე მთელს საქართველოში მარიხუანას მოხმარება კატასტროფულად გაიზარდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მადლობას უხდის პრემიერსა და შს მინისტრს, რომ მათ მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიცია დააფიქსირეს.

”მარიხუანას ეწევიან ყველგან - ეწევიან ქორწილებში, ქელეხებში, თავშეყრის ნებისმიერ ადგილას. სადარბაზოს, პარკს ვერ ნახავთ, რომ მარიხუანას სუნი არ იდგეს. ეწევიან ბავშვები, მოზარდები. ეს გააკეთა იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. მათ სინდისზე იყოს ეს გადაწყვეტილება. რა დღეს უქადის ეს ჩვენი შვილების მომავალს, ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა