ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხზე საუბარი ნაადრევია

პრეზიდენტის მრჩევლის პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, ცვლილებებით გამოწვეული ვნევბათაღელვის გამო პრეზიდენტმა ყველა მხარესთან შეხვედრა და მათთგან არგუმენტების მოსმენა გადაწყვიტა.

„დღევანდელი შეხვედრაც მათი სურვილით იყო და ბუნებრივია, თუკი ვინმეს კიდევ ექნება სურვილი ამ თემაზე საუბრის, პრეზიდენტი ასევე მზადაა გამართოს ეს შეხვედრები, ვინაიდან საკითხი ეხება გამორჩეულ სიკეთეს - ერთი მხრივ, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ყველას გვადარდებს და გვინდა, რომ ეს იყოს ის მაუწყებელი, რომელიც საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს და ამაში ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. ამავე დროს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმის შენარჩუნება. ამის დარღვევა და ასე ვთქვათ ამაზე დარტყმა დაუშვებელი იქნება. ამიტომ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ორივე თემას უზრუნველყოფს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს ორი თემა წინააღმდეგობაში არ მოდის ერთმანეთთან თუ უფრო მეტი თანამშრომლობა, აზრთა ურთიერთგაცვლა და მოსმენა იქნება“, - განაცხადა გუშინ ფიქრია ჩიხრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა