გიორგი გახარიას ინფორმაციით, დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლის დაჭრა თვითდაზიანებას უკავშირდება

დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე პოლიციელის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მისი ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება.

„მოგეხსენებათ, რომ მთელი დღე აქ ვარ და ჩემი ინფორმაციით, ეს არის თვითდაზიანება, მაგრამ აქაც პროცესი მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია ალბათ დადასტურდება, თუმცა სხვა შემთხვევებისთვისაც ვიტოვებთ და საბოლოო შეფასებას ვერ ვაძლევთ ამ ფაქტს“, - აღნიშნა გუშინ გიორგი გახარიამ.

დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა თრიალეთის ქუჩაზე მოხდა. პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი ავტოსადგომზე ნახეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმე თვითდაზიანებას ეხებოდეს.

აღსანიშნავია, რომ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა