„ოპტიმალ მედის“ სამედიცინო დირექტორი - შსს-ს დაჭრილი თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ იკვეთება

დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე გუშინ დაჭრილი შსს-ს თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპზე მისი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ იკვეთება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ოპტიმალ მედის“ სამედიცინო დირექტორმა გიორგი შათირიშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პაციენტს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს ჰქონდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი მრავლობითი ჭრილობა, მას გუშინვე სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია და ყველა სასიცოცხლო ფუნქცია აღდგა.

„ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აბსოლუტურად სტაბილურია. მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან და რჩება კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში. შეიძლება ითქვას, რომ მისი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იკვეთება“, - განაცხადა გიორგი შათირიშვილმა.

დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა თრიალეთის ქუჩაზე მოხდა. პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი ავტოსადგომზე ნახეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა