დევნილები, რომლებმაც ახალაშენებულ კორპუსში ბინები ვერ მიიღეს, გორის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ

ამ წუთებში გორის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში ხმაურია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ათობით დევნილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის გორში ჩასვლას ითხოვს.

დევნილთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა იმ დევნილების სია, რომლებიც გორში აშენებული მრავალსართულიან კორპუსებში 1, 2 და 3 ოთახიან ბინებს მიიღებენ. ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილები აცხადებენ, რომ სიების შედგენა უსამართლოდ მოხდა და ათობით ისეთი ადამიანი დარჩა უბინაოდ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ წელს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებოდა.

აღნიშნულ დევნილებს საკუთარი სახლების დატოვება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 90-იან წლებში მოუხდათ. ამ წლების განმავლობაში კი ნათესავებთან, ყოფილი სასტუმროების შენობებში და სხვადასხვა ფართში ცხოვრობდნენ. დევნილები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე სამინისტროს წარმომადგენლები არ შეხვდებიან და კონკრეტულ პასუხს არ გასცემენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა