დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

დღეს, 10:00 საათზე, დიდ დიღომში, შერმადინის ქუჩა №18, №19ა, №20, №24, ხეტაეთის ქუჩა №42, №48, ნურად-ფრიდონის ქუჩა №27-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, გაზის მიწოდება, 14:00 საათიდან, ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა