სემეკის წევრი გიორგი ფანგანი Energy Community-ს მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტი გახდა

ათენში გამართულ ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, მარეგულირებელი საბჭო ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი ინსტიტუტია, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების პლატფორმას. საბჭო ხელს უწყობს ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისათვის მარეგულირებელი პრაქტიკის ჰარმონიზებასა და იმპლემენტაციას.

როგორც სემეკში განმარტავენ, „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველომ ვალდებულება აიღო ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციაზე. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველომ 2016 წელს ხელი მოაწერა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმს და 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა