მარიამ ჯაში - ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით პრემიერის მოსაზრებაზე მსჯელობა გაიმართება

პარლამენტის განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განმარტებით, ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით პრემიერ - მინისტრის წინადადებზე მსჯელობა გაიმართება. როგორც მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინიციატივის ავტორები მაქსიმალურად ეცდებიან შენარჩუნდეს ის სტანდარტები, რაც არის ბაღებში.

„ბოლო რამდენიმე წელში გვქონდა მნიშვნელოვანი ისტორიული ცვლილება ადრეული ასაკის განათლების სისტემაში. უფასო საბავშვო ბაღების ხარისხობრივმა გაუმჯობესებამ გამოიწვია საბავშვო ბაღებზე მოთხოვნის გაზრდა, რაც ბუნებრივია, უკავშირდება ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მზარდ ფინანსურ მოთხოვნებსაც. მეორე ფაქტორი გახლავთ, ის, რომ საბავშო ბაღების რეფორმის პარალელურად, კერძო საბავშვო ბაღებიდან მოხდა ბავშვების გადაყვანა საჯარო ბაღებში, რამაც დამატებითი ფინანსების სჭიროებაც გააჩინა. მესამე, ჩვენზე ძლიერ ბევრ ქვეყანაშიც არ არსებობს ის ფუფუნება, რაც აქვთ ჩვენს მშობლებს და ბავშვებს, თუმცა, მე მომხრე ვარ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ის სტანდარტი, რაც დანერგილია. ამ ეტაპისთვის მინდა დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, პრემიერ -მინისტრის მოსაზრებაზე გვექნება ფართომასშტაბიანი მსჯელობა, მაგრამ, რეფორმის როგორც ავტორები, ასევე ინიციატორები, მაქსიმალურად ეცდებიან სტანდარტის შენარჩუნებას”, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, ოპოზიციის შეთავაზება, რაც გულისხმობს ვაუჩერულ სისტემას, არის ერთ–ერთი ალტერნატივა, მაგრამ ამ ალტერნატივასაც აქვს თავის რისკები, რის გამოც ის თავის დროზე არ იქნა გაზიარებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გუშინ განაცხადა, რომ გარკვეული ტიპის ოჯახებმა, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ!

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს