ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ნაწილი დაიტბორა

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ნაწილი დაიტბორა. მოვაჭრეების ინფორმაცით, მათ მუშაობის საშუალება რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდათ. მათი თქმით, ეს პირევლი შემთხევა არ არის და დახმარებას ბაზრის ადმინისტრაციისგან ითხოვენ.

“ყელამდე წყალი იყო. ვერ მივედით ჩვენს დახლებამდე და ვერ დავიწყეთ მუშაობა. ეს პირველი შემთხევა არ არის. რამდენჯერ მივედით ბაზრის დირექტორთან და ვთხოვეთ დახმარება. წყალსაწრეტი მილი ვიწროა და წყალს არ ატარებს. მოვიდნენ ზედამხედველობის სამსახურიდან, წყალკანალიდან და სამაშველოდან, მაგრამ არავინ არაფერი გააკეთა. თვითონ ბაზრის დირექტორმა გვითხრა, რომ ის ტერიტორია მას არ ეკუთვნის და კერძო მესაკუთრეები ჰყავს. ეს დღეები წვიმიანი ამიდებია, საახალწლოდ თუ ვერ ვიმუშავებთ, არ ვიცი, რა მოხდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ბაზრის დირექტორის, გია კანკიას თქმით, აღნიშნული ტერიტორია მის საკუთრებაში არ არის და მისი გაწმენდა არ ევალება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა