ეროვნული უმცირესობების პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიზნით, რუსთავის მერიაში შეხვედრა გაიმართა

ეროვნული უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის, მათი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიზნით, რუსთავის მერიაში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი აიაზ მამედოვი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“, მერიის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელი პირები და ქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დაესწრნენ.

რუსთავის მერიის ,,ბაგა-ბაღების გაერთიანების“, ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის“, ,,ქალთა ოთახის“, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“, ,,რუსთავის საგანმანათლებლო რესურ ცენტრის“, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა, ქალაქში, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ჩართულობის მიზნით, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალმა შეხვედრის დასასრულს განაცხადა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულია 2015-2020 წლების ,,სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია“, იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საზოგადოებაში.

,,ამ სტრატეგიის ფარგლებში არის სამოქმედო გეგმა და სწორედ ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა სათათბირო საბჭო, რომლის მიზანიც არის რეგიონში, ადგილზე, მუნიციპალურ დონეზე მოხდეს ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების ჩართულობა და მათი პრობლემების მოგვარება“ , - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალმა.

რუსთავის გარდა, მსგავსი ტიპის შეხვედრები ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში: გარდაბანში, მარნეულში, დმანისში და ბოლნისშიც გაიმართა. 25 დეკემბერს კი რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, სადაც რეგიონის მასშტაბით არსებული პრობლემების შეჯერება და მათი გადაჭრის გზების დასახვა მოხდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა