ყოფილი სანატორიუმ „ფოლადის“ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი და 27 შენობა-ნაგებობა პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, კურორტ სურამში მდებარე ყოფილი სანატორიუმ „ფოლადის“ ტერიტორიაზე 30511 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 27 შენობა-ნაგებობა პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა განთავსებულია და მიმზიდველია სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე უძრავი ქონება საწყის ღირებულებად - 890 000 ლარად გამოიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გულისხმობს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე სახელმწიფო ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.

აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/488602.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა