სოფიო კილაძე - საპოლიციო კონტროლი არის მნიშვნელოვანი და დროული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დაწყებული საპოლიციო კონტროლის მიზანს დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს. როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კონტროლი არის დროული.

„ჩვენ, როდესაც 2013 წელს დავიწყეთ მუშაობა ”პოლიციის შესახებ” ახალ კანონზე, მკაცრად გაიწერა საპოლიციო კონტროლი. როგორც ღონისძება, ეს კონტროლი არის დეტალურად გაწერილი კანონში და შესაბამისად, პირველი მიზანი ამ საპოლიციო კონტროლის არის პრევენცია. შესაბამისად, მგონია, რომ ეს პრევენციული ღონისძიებები იყო დროული. ვიცით, რომ რიგ დანაშაულებებს ჰქონდა ადგილი, მათ შორის დიდი ტრაგედია, რაც უკავშირდებოდა ბავშვებს. ამიტომ, ვიდრე, რაიმე შედეგი დადგება, უნდა ჩაერთოს პოლიცია. მგონია, ეს საპოლიციო კონტროლი, რომელიც დაანონსდა, არის მნიშვნელოვანი და დროული. მივესალმები, თუ ასეთი ღონისძებები პერიოდულად ჩატარდება“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

შსს–მ პრევენციის მიზნით, რეგიონებსა და თბილისში საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა